FunkoVerse™️ დისი კომიქსი

  • ფასდაკლება
  • 193.00 ₾
  • სტანდარტული ფასი (ფასდაკლების გარეშე) 325.00 ₾
მოიცავს დღგ-ს ტრანსპორტირების საფასური ემატება ჩექ-აუთზე


FunkoVerse DC Comics- სტრატეგიული სამაგიდო თამაში საუკეთესო თავგადასავლებს გპირდებათ თქვენს საყვარელ DC სუპერგმირებთან და ბოროტმოქმედებთან, მათ შორის Batman, Batgirl, Joker Harley Quinn და  Funkoverse.  თამაშის დროს შეგიძლიათ გადაადგილდეთ თქვენთვის საყვარელ ადგილებში: Gotham City Streets ან Joker’s Carnival Chaos და გამოიყენოთ თქვენი პერსონაჟების უნიკალური შესაძლებლობები გამარჯვების მისაღწევად!

თამაშის დაწყებამდე მაგიდაზე მოათავსეთ სათამაშო რუკა, რუკასთან ახლოს დადეთ კამათლები და სხვა დამატებითი აქსესუარები (მაკრკერები, ჟეტონი, ინსტრუქცია, დასანომრი ასოები). დანომრეთ რუკა ასოებით: (A, B, C, D).  პოპები მოათავსეთ რუკის მთავარ ბაზაზე, თითოეულ პერსონაჟს მოყვება ბარათი, მათ შორის პერსონაჟის სახელი, შესაძლებლობების ღირებულება, ტიპი, თავდაცვითი მნიშვნელობა და თვისება. ბარათის ქვედა მარჯვენა მხარეს გამოსახულია შესაძლებლობების წერტილები, რომლებიც წარმოადგენენ ამ პერსონაჟის საწყის ნიშნებს. ზოგიერთ პერსონაჟს ასევე მოყვება  ბონუს ბარათები ან ელემენტები. წაიკითხეთ ინსტრუქციები თქვენ მიერ შერჩეულ სცენარზე პერსონაჟების განლაგების დასაწყებად.

თამაშში მონაწილეობს ორი გუნდი,თითოეულ გუნდში ორ-ორი წევრი, თამაშის დაწყებამდე ააგდეთ ჟეტონი (რომელიც დაფარულია შავი და თეთრი ფერით) და ორივე გუნდი ირჩევთ ჟეტონის  ბნელ ან ნათელ მხარეს, ხოლო შემდგომ პირველი აქტიური მოთამაშე გუნდი ირჩევს ერთ პერსონაჟს, რომლითაც გსურთ მთელი თამაშისგანმავლობაში ითამაშოთ. პერსონაჟს შესაძლებლობა აქვს გადაადგილდეს ორ კვადრატზე, ნებისმიერიმიმართულებით დიაგონალზე (რუკაზე გამოყოფილია კვადრატები). თქვენ შეგხვდებათ დაბრკოლებები რუკაზე ანთქვენი კონკურენტები ხელს შეგიშლიან  გადაადგილებაში, თუმცა თქვენი გუნდის წევრს შეუძლია დაგეხმაროთ კონკურენტების მოგერიებაში. ქულას დააგროვებთ მაშინ,როდესაც (თქვენი მარკირების ფერი გამოჩნდება რუკაზე, ან თუ თქვენ გაქვთ ყველაზე მეტი საკონტროლო მარკერი, რომელიც ასევე აჩვენებს თქვენ მიერ არჩეულ ფერს და თუ თქვენ მეტოქეს დაარტყავთ/წააქცევთ), ქულათა რაოდენობა იქნება ერთი.  მას შემდეგ, როდესაც ორივე გუნდი ამოწურავს პერსონაჟთა შესაძლებლობებს რაუნდი დასრულდება. გამარჯვებული კი იქნება ის გუნდი,რომელიც შეეცდება უფრო მეტი ქულის შეგროვებას.

ასაკი: 10+

მოთამაშეთა რაოდენობა: 2-4

თამაშის ხანგრძლივობა: 20-60 წუთი